„პედაგოგის განვითარება ICT-ის გამოყენებით და მის გარეშე“
დღევანდელ განვითარებულ ქვეყანაში,სადაც თანამედროვე ტქნოლოგიები საშუალებას გვაძლევს ძალიან სწარაფად და მარტივად მოვიძიოთ ინფორმაცია და „ფეხი ავუწყოთ“ თანამედროვეობას,დიდი მნიშვნელობა ენიჭება ICT–ს. მოზარდ თაობას, რომელსაც აქვს უნარი და შესაძლებლობა აითვისოს და მაქსიმალურად განვითარდეს, ალბათ ერთ–ერთი მთვარი ფიგურაა მასწავლებელი.
პედაგოგი დიდ როლს თამაშობს ბავშვის ჩამოყალიბებაში და მის მომავალ ცხოვრებაში, ამიტომ მასწავლებელმა მუდმივად უნდა ეძიოს ახალს , რადგან მისი პროფესიული განვითარება მუდმივად მიმდინარეობდეს, შეიძინოს ახალი ჩვევები და გამოცდილება, რათა შემდეგ ბავშვს გაუზიაროს.თუმცა არ შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ICT–ს გამოყებეით ვითარდება მასწავლებელი, პედაგოგს კიდევ სხვა უამრავი მასალით შეუძლია განვითარდეს, მაგალითად მუდმივად განაახლოს და ახალი შემატოს თავის ცოდნას–ტრეინინგებით, საკუთარი თავის ტესტებით შემოწმებით, ყოველდღიური ჩანაწერებით, სხვა პედაგოგებთან დისკუუსით და გამოცდილების გაზიარებით, კონფერენციებში მონაწილეობის მიღებით და ა.შ.პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის არ უნდა იყოს ზედმეტი და მომაბეზრებელი ტექნოლოგიების გამოყენება, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს ისეთი მხრით გამოიყენოს ყველაფერი, რომ სიამოვნება მიანიჭოს ბავშვებს.
რასაკვირველია ინფორმაცუილ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს არ აქვს მხოლოდ დადებითი მხარე,რადგან მან შეიძლება ადამიანზე უარყოფითი გავლენაც მოახდინოს:შესაძლოა დროთა განმავლობაში პიროვნება წიგნს ნელ–ნელა დაშორდეს რამაც საბოლოოდ წიგნის კომპიუტერით ჩანაცვლება გამოიწვიოს, ასევე ზედმეტად მიჯაჭვული და დამოკიდებული გახადოს ICT-ზე.
ჩემი ზარით, ICT-ს გამოყენებით მასწავლებელს უადვილდება ბავშვები აქტიურად ჩაერთვნენ გაკვეთილის პროცესში და გაცილებით მარტივად აითვისონ მასალა.ამით ბავშვები უფრო დამოუკიდებლები და გახსნილები ხდებიან ჩვეულებრივ „ჩარჩოში ჩასმულ“ გაკვეთილებთან შედარებით. ამის დასამტკიცებლად შემიძლია მოვიყვანო პირადი მაგალითი, ჩემს დროს იყო ძალიან ერთფეროვანი და მოსაწყენი გაკვეთილები, რამაც ზეგავლენა მოახდინა ჩვენს განვითარებაზე, ახლა ბავშვები უფრო აქტიურად სწავლობენ და ინტერესით, რაც მასწავლებლისთვის დიდი წარმატებაა.
ახლანდელი მასწავლებლები ტექნოლოგიების გამოყენებით ასრულებენ ჯონ.დიუის მოსაზრებას, რომ ბავშვი უკეთესად ითვისებს პრაქტიკიდან ანუ „სწავლა კეთებით“. პედაგოგს შეუძლია თავისი ცოდნა დღითიდღე აიმაღლოს პრაქტიკიდან მაგალითად ფიზიკის მასწავლებელს შეუძლია ის ცდები გახადოს მოსწავლეებისთვის თვალსაჩინო და უკეთ აღსაქმელი რომელზეც აქამდე მხოლოდ თეორიულად საუბრობდა.რა თქმა უნდა, ასეთი გაცოცხლებული მასალა შეუძლია ყველა საგანში გამოიყენონ პედაგოგებმა რათა ბავშვები ჩაერთნენ ახალი საგანმანათლებლო რესუსების შექმნაში.
ესე II
ბიზნესის ფაკულტეტი:ხათუნა
მჭედლიშვილი
ხელმძღვანელი:პავლე თვალიაშვილი
“ექსკურსია, როგორც სასწავლო მეთოდი“
მე გახლავართ
ისტორიის მასწავლებელი, ამჟამად ვასწავლი მეათე კლასს. გადავწყვიტე
სწავლების პროცესში აქტიურად გამოვიყენო საკომუნიკაცია
ტექნოლოგიები და სხვა თანამედროვე, სახალისო მეთოდები, რათა ამ კლასში მისაღწევი სასწავლო
შედეგები იყოს მაღალი.
ერთ–ერთი საინტერესო მეთოდი, რომელიც მინდა
გამოვიყენო, არის ექსკურსია, რომელიც მეტად განსხვავებული იქნება ტრადიციული ექსკურსიისგან.
ექსკურსია დატვირთული იქნება სხვადასხვა საინტერესო
ეტაპებით. მთავარი მიზანი ამ ექსკურსიის იქნება უმეტესი დროის დათმობა ( ისტ.X.2 , მოსწავლეს შეუძლია ისტორიის ძირითადი და დამხმარე
დარგებზე მსჯელობა და მათი სპეციფიკის განსაზღვრა) ანუ ბავშვები დაათვალიერებენ ადგილებს, ქალაქ დმანისში,
ასევე მოუსმენენ გიდის საინტერესო მონათხრობს, რომელიც ამომწურავად ისაუბრებს ამ ისტორიული
ადგილის შესახებ. ასევე ლეგენდებზე და ბევრ ინფორმაციას მიაწვდიან ბავშვებს. მოსწავლეებს
ევალებათ მსჯელობა არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ მოპოვებული მასალის საფუძველზე
მსჯელობა ყოფა–ცხოვრების ძირითად მახასიათებლებზე და ტრადიციულთან შედარება, ასევე გაეცნობიან სამუზეუმო ფონდებს, ფულის ძველ ნიმუშებს,
რომელზეც გააკეთებენ მოკლე მიმოხილვას ჯგუფებად, რომელსაც ეყოლება გამარჯვებული, ეს
მათ მისცემთ სტიმულს, შემდეგში ასეთი ღონისიებების დროს იყვნენ უფრო ყურადღებით, რადგან
გამარჯვებულები სიმბოლურად დაჯილდოვდებიან.
ასეთი პრაქტიკული მუშაობა ხელს შეუწყობს გააზრებულად
სწავლას და უფრო ეფექტურად დამახსოვრებას. ამ პროცესის დროს ჩვენ გამოვიყენებთ ფოთოაპარატებს,
ვიდეოს რაც დაგვეხმარება ბავშვებს შემდეგ უკვე დიდი პრეზენტაცია გავმართოთ სკოლაში,
რათა გავაცნოთ ინფორმაცია სკოლას და ექსკურსიის შთაბეჭდილებები. ასევე მეორე ეტაპზე
დაგვჭირდება პროექტორი და სხვადასხვა საიტები, რადგან ამ ბავშვების ნამუშევარი განვათავსოთ
და ყველას გავაცნოთ, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ, სადაც მოხდება
შეფასება და რჩევების მიღება, ამისათვის შეგვიძლია გამოვიყენოთ საიტები მაგალითად: http://www.iearn.org/
, www.gearnbeta.blogspot.com , http://www.blogger.com ...
რაც შეეხება ექსკურსიის ტექნიკურ მხარეს
პირველ რიგში მივიღე ბავშვებისგან თანხმობა, ესევე დირექციიდან, შემდეგ კი გამოვიყენე
ერთ–ერთი საიტი doodle.com რადგან დამედგინა თუ რა რიცხვში
იქნებოდა შესაძლებელი ამ ღონისძიების გაკეთება,რაც ხმათა უმრავლესობით გადაწყდა. მე
კი მანამდე ჩამოვწერე ის დეტალები თუ როგრ წარმემართა დრო, რომ ყველაფერი მოგვესწრო
და დროში ჩავტეულიყავით (07:00დან 22:00მდე) რაც შეეხება ჩვენს შემადგენლობას, სკოლისს
ხელმძღვანელი 19 ბავშვი და ერთი მშობელი.ძირითადი ხარჯები კი
დასახელება
|
რაოდენობა
|
ფასი
|
სულ
|
|
ტრანსპორტი
|
1
|
300
|
300ლ
|
|
საკვები
|
ყველაფერი ერთად
|
280
|
280ლ
|
|
ფურცლები
|
30
|
0.02
|
0.6ლ
|
|
კალმები
|
30
|
0.2
|
6ლ
|
|
ჩემი აზრით, ასეთი პრაქტიკული და
სახალისო ღონისძიებები ხშირად უნდა ტარდებოდეს სკოლებში, არ აქვს მნიშვნელობა თუ რა
საგანია, განსაკუთრენით კი როდესაც ძნელი მასალაა და უჭირთ ბავშვებს მათი ათვისება,
ეს სამუშაოები ბავშვებს ძალიან „გაზრდით“,
გახდებიან უფრო დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები,
შეეჩვევიან მოხსენებების მომზადებას და აუდიტორიასთვის წარდგენას, ასევე განსხვავებულ
სიტუაციაში მუშაობას ,ეს კი მათ დაეხმარებათ იმაში, რომ ყველა სიტუაციაში „დაიხარჯნენ“
მაქსიმალურად და მოახდინონდ საკუთარი თავის რეალიზება.
No comments:
Post a Comment